აგროტექნო

11 თებერვლიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტს ახალი გრეიდერი მოემსახურება

2016-02-16 12:00:00

11 თებერვლიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტს ახალი გრეიდერი მოემსახურება. კომპანია აგროტექნომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ღია ტენდერში გაიმარჯვა. 

2015 წლის ნოემბერში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ჩვენმა კომპანიამ ჭიათურის მუნიციპალიტეტს ვადების სრული დაცვით, YTO-ს ბრენდის გრეიდერი ჩამოუყვანა.

მოხარული ვართ, რომ საქართველოს კიდევ ერთ რეგიონს ეყოლება მაღალი ხარისხის ტექნიკა, საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად. კომპანია აგროტექნოს არა ერთხელ განუხორციელებია მსგავსი პროექტი. სამშენებლო სპეც. ტექნიკას წლებია ვაწვდიბთ საბიუჯეტო თუ კერძო კომპანიებს - განაცხადა კომპანია აგროტექნოს გაყიდვებისა და მარკეტინგის განყოფილების უფროსმა აკაკი გრიგოლიამ.

ViewVideo
NewsImage
NewsImage