აგროტექნო

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას დამატებით 6 ახალი ბულდოზერი გადაეცა

2016-03-23 12:00:00

23 მარტიდან საქართველოს ნაგავსაყრელებს დამატებით 6 ახალი ბულდოზერი მოემსახურება. კომპანია აგროტექნომ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ გამოცხადებულ ღია ტენდერში გაიმარჯვა. 

როგორც კომპანია აგროტექნოს გაყიდვებისა და მარკეტინგის განყოფილების უფროსმა აკაკი გრიგოლიამ განაცხადა - „2015 წლის ნოემბერში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ჩვენმა კომპანიამ მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას ვადების სრული დაცვით, YTO-ს ბრენდის ბულდოზერები ჩამოუყვანა.

მოხარული ვართ, რომ საქართველოს რეგიონებში, ნაგავსაყრელებს მაღალი ხარისხის ტექნიკა მოემსახურება. კომპანია აგროტექნოს არა ერთხელ განუხორციელებია მსგავსი მაშტაბის პროექტი. წლებია ვახორციელებთ სამშენებლო სპეც. ტექნიკის იმპორტს. მსგავსი პროექტი მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან 2014 წელსაც განვახორციელეთ და ღია ტენდერში გამარჯვების საფუძველზე,  16 ერთეული ბულდოზერი მივაწოდეთ, რომლებიც დღემდე უპრობლემოდ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.“

ViewVideo
NewsImage
NewsImage
NewsImage
NewsImage
NewsImage
NewsImage
NewsImage