აგროტექნო

მსოფლიოში ცნობილმა Detank-მა სახე იცვალა.

2017-06-14 12:00:00

15:18:52 მსოფლიოში ცნობილი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტრაქტორები დეტანკი (Detank) სახელს იცვლის. ამიერიდან დეტანკის (Detank) ტრაქტორები მწარმოებელი კომპანიის ზუმლაინის (ZOOMLION) სახელით იქნება წარმოდგენილი.

 

ჩინეთის უმსხვილესმა მწარმოებელმა შეცვალა სტრატეგია და გადაწყვიტა მათ მიერ წარმოებულ ტრაქტორებს დაარქვას კომპანიის სახელწოდება (ZOOMLION HEAVY MACHINERY CO., LTD). როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილება განპირობებულია ბრენდირების ახალი სტრატეგიით. კომპანია ზუმლაინი (ZOOMLION) გაცილებით ცნობადი ბრენდია საერთაშორისო ბაზარზე ვიდრე მისი ქვე ბრენდი დეტანკი (Detank).

ასევე, ცნობილია რომ დეტანკის (Detank) ბრენდი შექმნილია მისი ყოფილი მესაკუთრის ჩინური საავტომობილო ჰოლდინგის Cherry International-ის მიერ.  თავდაპირველად სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორები ასევე ატარებდნენ „ჩერი“-ს Cherry სახელს. ხოლო მოგვიანებით შეიქმნა ქვე ბრენდი დეტანკი (Detank) სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორებისთვის.

რაც ყველაზე მთავარია ზუმლაინის (ZOOMLION) ტრაქტორები კვლავაც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით!

ViewVideo
NewsImage
NewsImage